კონტროლის პალატის 2013 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო ასიგნებების მაჩვენებლები 11 მლნ ლარი იქნება, რაც რამდენიმე ასეული ათასი ლარით
ნაკლებია მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით.
კონტროლის პალატის 2013 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უკვე შესულია.
დოკუმენტის თანახმად, კონტროლის პალატაში მომუშავეთა რაოდენობა მომავალ წელსაც 350 იქნება, როგორც ეს წლევანდელი ბიუჯეტით არის განსაზღვრული.

















