„საქსტატმა“ მარტის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ, წინა წლის
მარტთან შედარებით, 4.8% შეადგინა.
2012 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა 6%-ზე ფიქსირდება.
„საქსტატი“ ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პირველი კვარტლის მონაცემებს მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოაქვეყნებს.
ეკონომიკური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებების წარმოება „საქსტატმა“ 2012 წლიდან დაიწყო. იგი დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, დეფლატორის, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე იანგარიშება.

















