2012 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უცხოეთის 677 278-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 39 %-ით აღემატება.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დსთ-ს ქვეყნებიდან საქართველოს 351 064 ვიზიტორი სტუმრობდა (18%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); ევროპიდან (დსთ-ს გარეშე) - 297 414 (75 %-ით მეტი); სამხრეთ აზიიდან - 14 900 (81 %-ით მეტი); ამერიკიდან - 6012 (32 %-ით მეტი); აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთიდან - 4 574 (56%-ით მეტი); აფრიკიდან - 1683 (92 %-ით მეტი); ახლო აღმოსავლეთიდან - 1262 (82%-ით მეტი).
ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-მარტში საქართველოს უცხოეთის მხოლოდ 485 835 მოქალაქე სტუმრობდა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, აზერბაიჯანდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან შემოვიდა.

















