გარემოს დაცვის სამინისტრო თუშეთის განვითარებას მხარს მომავალშიც დაუჭერს.
ამის შესახებ უწების ხელმძღვანელმა გოგა ხაჩიძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული პარკების დაფინანსების, მართვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა ესწრებოდნენ.
როგორც ხაჩიძემ აღნიშნა, თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების კვლევა, მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესება, ასევე, ეკოტურიზმის პერსპექტივების შესწავლა სამწლიანი ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.
„თუშეთის ეროვნული პარკი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დაცული ტერიტორია, ფაქტობრივად დაცარიელებულ მხარეს ახალი სიცოცხლე მიეცეს და ადგილობრივ მოსახლეობას ეკომიკური შემოსავალი მოუტანოს. მოხარული ვარ, რომ თუშეთში დღეს ბევრი აქტივობაა, ხალხი დაბრუნდა იქ საცხოვრებლად, მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამ ულამაზესი კუთხის აღორძინებას ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
თუშეთის პროექტი გარემოს დაცვის გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

















