ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დასაქმების საზაფხულო
პროგრამა SUMMER JOB-ში მონაწილე სტუდენტებს შეხვდება.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძეც დაესწრება.
შეხვედრაზე ქობალია და სეფერთელაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული სამუშაოსა და დამსაქმებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა SUMMER JOB წელს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება.

















