შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველო ავტომობილების ვაჭრობის კუთხით ერთგვარი ჰაბი გახდა. ეს განცხადება მერაბიშვილმა დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას გააკეთა.
მან ავტომობილების რეექსპორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2002 წელს საქართველოდან ექსპორტორებული იყო 600 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი, 2006 წელს – 54 მლნ აშშ დოლარის, 2008 წელს – 113 მლნ-ს, 2011 წელს კი – 450 მლნ აშშ დოლარის.
„ავტომობილები დიდი ხანია გახდა საქართველოს მთავარი საექსპორტო საშუალება, თუცმა, საქართველო არ აწარმოებს არც ერთ ავტომობილს. წელს ჩვენ ველოდებით 650 მილიონიდან 700 მილიონამდე რეექსპორტს“ - აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ეს არის ლიბერალური კანონების და რეფორმების შედეგი.

















