რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს ანაკლიას ეწვია და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ნიკოლაიშვილმა მშენებლებისგან სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინა.
ანაკლიაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს მშენებარე 5 ვარსკვლავიან სასტუმრომდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, აქტიურ ფაზაშია აკვა-პარკის მშენებლობა. 12 ათას კვადრატულ მეტრზე ადმინისტრაციული შენობა, საცურაო აუზები, წყლის ატრაქციონები, საბავშვო გასართობი მოედნები, შადრევნები, კაფე-ბარები, რესტორნები და სპა-აუზები აშენდება. აკვა-პარკის სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.
მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში, ანაკლიის მთელ სანაპირო ზოლზე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშოები ჩატარდება.

















