სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია დღეს ნატახტარში ჩავიდა და საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებს დაესწრო. გოროზია იტალიური ტექნიკით მიწის კულტივაციის პროცესსაც გაეცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ტექნიკით ნიადაგის დამუშავება უკვე მოხნულ ფართობებს სარეველებისგან ათავისუფლებს და ნიადაგში ბელტების დაშლას უზრუნველყოფს.
„40 კულტივატორი უკვე შემოვიყვანეთ და რეგიონებში გავანაწილეთ, დამატებით 40-ს უახლოეს მომავალში შევიძენთ და გავანაწილებთ. ამ ტექნოლოგიის დანერგვა გლეხის შრომას გაამარტივებს და მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც შემოსავლების მატებას განაპირობებს“-აღნიშნა გოროზიამ.

















