კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი კიდევ 17 სოფელში დაასრულა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი მრიცხველები ჩოხატაურის, სამტრედიის, დუშეთის, ქარელის, მარნეულის, ონის, ვანის, ტყიბულის, ხაშურის, წალკის, ლანჩხუთის, ცაგერის, ლენტეხისა და ბაღდათის რაიონის სოფლებში დამონტაჟდა.
სულ 3 375 აბონენტი გამრიცხველიანდა. გამრიცხველიანებასთან ერთად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ პროექტში 1 012 500 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტთა გამრიცხველიანების სამუშაოებს განაგრძობს და 2013 წლისთვის მთელი ქვეყნის გამრიცხველიანების პროცესს დაასრულებს.

















