ყვავილების საერთაშორისო გამოფენა „AstanaFlorExpo-2012“-ში ორი ქართული კომპანია - ”ვანის სათბურები” (”გრატო”) და ”ზენა” მონაწილეობს.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში მიმდინარე ღონისძიებაში ქართული კომპანიები სააგენტოს თანადაფინანსებით წარადგენენ საკუთარ პროდუქციას.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი და ქართული კომპანიების წარმომადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებს იმპორტიორ კომპანიებთან გამართავენ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ყაზახეთი ყვავილების 100%-ით იმპორტს ახდენს, შესაბამისად, ქართული კომპანიებისთვის ის ახალ ბაზარს წარმოადგენს.
გამოფენა დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.

















