ბათუმში 12-14 მაისს ეუთო-ს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის სამდივნოს ინფორმაციით, ფორუმის პროგრამა
საბოლოოდ კოპენჰაგენში, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბათუმს 40-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა - საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთოს გენერალური მდივანი და ეუთოს ელჩების ჯგუფი.
კონფერენციის ძირითადი თემაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში. განსახილველ საკითხთა შორის იქნება საინვესტიციო გარემო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტურიზმი და ა.შ.

















