საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მყარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა.
ბრძანებულების თანახმად, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერს ეკა ტყეშელაშვილს უფლებამოსილება მიენიჭა, რომ ხელი მოაწეროს ,,საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

















