ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სახელით 9.73 მლნ ევროს საფინანსო შეთანხმებას მოაწერს ხელს.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეთანხმება ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, 2011 წლის ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამითაა გათვალისწინებული.
დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი დაესწრება.

















