საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამოფენა–გაყიდვა
"ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში" გაიმართება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროექტის დეტალები საზოგადოებას დღეს გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მასშტბით მოქმედ, ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შესაძლებლობა აქვს 10 მაისამდე დარეგისტრირდეს თბილისის მერიის ვებ–გვერდზე tvilisi.gov.ge და საკუთარი პროდუქცია რუსთაველის გამზირზე გამოფინოს.
გარდა გამოფენისა, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა კულტურულ–გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
მერიაში აცხადებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამრეწველო აღლუმი ქართული ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად.

















