პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სვანეთში "ნესკრას" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას ისტორიული მოვლენა უწოდა. მან ამის შესახებ "ნესკრაჰესის" მშენებლობის
დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, "ენგურჰესის" შემდეგ საქართველოში მსგავსი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური არ აშენებულა.
"5 წელიწადში აქ "ენგურჰესის" შემდეგ ყველაზე დიდი ჰიდოროელექტროსადგური იმუშავებს, რომელიც 210 მეგავატ ელექტროენერგის გამოიმუშავებს" - განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

















