ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია დღეს ”საგადასახადო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
”საგადასახდო კოდექსში” ცვლილება რამდენიმე მიმართულებით შედის. კონკრეტულად მე-4 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში ცვლილებით ზუსტდება, რომ საგადასახადო ვალდებულების (გადასახადის თანხის) ანალოგიურად, ჯარიმის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია; ტერმინი „პირადი საგადასახადო აგენტი“ იცვლება ტერმინით „პირადი საგადასახადო მრჩეველი“; გადასახადის დარიცხვის საფუძვლებს ემატება ერთი საფუძველი - საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია; საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება I რიგის მემკვიდრის მიერ არა მარტო მემკვიდრეობით, არამედ ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტიც, თუ აღნიშნული აქტივი ჯამურად 2 წელზე მეტია მემკვიდრის/დასაჩუქრებულის და მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში.
„საგადასახადო კოდექსში“ სხვა ცვლილებებიცაა დაგეგმილი.

















