საქართველო სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნიკა გილაური კრისტინ ლივილს ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლეში შეხვდა.
როგორც გილაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს, დაბალს ინფლაციას და საბანკო სექტორში არსებულ ჯანსაღ მდგომარეობას.
„შეხვედრაზე რამდენჯერმე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია მსოფლიოში. განსაკუთრებით ხაზი იყო გასმული ბიუჯეტის დეფიციტზე, საქართველოს დაბალ ვალზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ჯანსაღ საბანკო სექტორზე. აღნიშნული პარამეტრებით, საერთაშორსო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია მსოფლიოში“-განმარტა გილაურმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ფონდისა და საქართველოს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა არსებობს. ფონდმა საქართველოში სპეციალური პროგრამა დაამტკიცა, რომლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო ფონდის მიერ გამოყოფილ ფინანსურ რესურსს აითვისებს. ეს ფაქტი იმის დასტურია, რომ საქართველო საკითხებს სწორად წყვეტს და სწორ პოლიტიკას ატარებს“-მიიჩნევს ლევინი.
აღნიშნული შეხვედრით საქართველოს პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტი დასრულებულია. მასთან ერთად აშშ-ში შეხვედრებს ფინანსთა მინისტრი დიმტრი გვინდაძე მართავდა.

















