დედაქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა თბილისის ქუჩები დაათვალიერა. ბიზნესმენმა განახლებული აღმაშენებლის პროსპექტი მოინახულა, რის შემდეგაც ნარიყალა დაათვალიერა.
ტრამპს მეგზურობას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა უწევდა. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ტრამპის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სხვა ინვესტორების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.
„პირველი პროექტი ეხება ბათუმს, თუმცა მისი „დაქოქვის“ შემდეგ დაიწყება მუშაობა თბილისის პროექტზეც. ამ კუთხით ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დავიწყეთ და სხვადასხვა გეგმაც დავსახეთ. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ქვეყნის უკეთესად წარმოჩენას საინვესტიციო რუკაზე“-განაცხადა უგულავამ.
ამერიკელი მილიარდელი საღამოს საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

















