საქართველოში სტრატეგიული განვითარების სააგენტო შეიქმნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
ბრძანებულების თანახმად, საქართველოში ტურისტული, საინვესტიციო და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტრატეგიული განვითარების სააგენტო იქმნება.
სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში განსახორციელებელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროების მიერ განსაზღვრული ცალკეული ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. ბრძანებულება უკვე ძალაშია.

















