წინანდალში დღეს სასტუმრო "რედისონის" მშენებლობა იწყება.
ახალი "რედისონი" ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება.
გათვალისწინებულია ასევე ისტორიული ღვინის ქარხნის რესტავრაციაც.
სასტუმროს მშენებლობას ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი ჯონ ფორტიადისი უხელმძღვანელებს.
სასტუმროს პროექტი ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია "ჯონ ფოტიადის არქითექტმა" ქართველ სპეციალისტებს გუშინ წარუდგინა. კომპანიას სასტუმროს დიზაინი საინვესტიციო კომპანია "სილქ როუდ გრუფმა" შეუკვეთა.

















