წინანდალში "რედისონის" ახალი სასტუმრო აშენდება. სასტუმროს პროექტი დღეს ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია "ჯონ ფოტიადის არქითექტმა" ქართველ
სპეციალისტებს წარუდგინა.
"ჯონ ფოტიადის არქითექტს" სასტუმროს დიზაინი საინვესტიციო კომპანია "სილქ როუდ გრუფმა" შეუკვეთა.
ახალი "რედისონის" აშენება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
პროექტით როგორც 100 ნომრიანი სასტუმროს, ასევე, ისტორიული ღვინის ქარხნის რესტავრაციაა გათვალისწინებული.
სასტუმროს მშენებლობას ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი ჯონ ფორტიადისი უხელმძღვანელებს.

















