სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედდება. ამის შესახებ ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომელიც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში, ფიზიკური პირები შესაბამისი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან.
კანონპროექტს კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა.

















