საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, 2010 წლის კაპატილის ანგარიშის
ფორმირება ძირითადი კაპიტალის სახეების მიხედვით მოხდა.
მასში გათვალისწინებულ იქნა ეროვნული ანგარიშების წარმოების ახალი მეთოდოლოგიის შNA 2008-ის რეკომენდაციები.
კაპიტალის ანგარიშში დეტალურადაა მოცემული ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების დეტალური გამოკვლევების შედეგები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები 2010 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესახებ.
სამომავლოდ შვედ ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა საკითხის განხილვა იგეგმება მათ შორის - მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება მუდმივ ფასებში დანახარჯების მეთოდით, ეროვნული ანგარიშების წარმოება ეკონომიკის ინსტიტუციური სექტორების მიხედვით და ეროვნული ანგარიშების წარმოების შესახებ დეტალური მეთოდოლოგიური განმარტებების მომზადება.
კაპიტალის ანგარიშში ასახული მაჩვენებლები წინასწარია და მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაზუსტდება.

















