საჯარო რეესტრი ეროვნულ სააგენტოში პოპულარული საძიებო სისტემა Google Earth-ში აღმაშენებლის გამზირის პანორამული
გალერეის განთავსების პრეზენტაცია გაიმართა.
მალე Google Earth-ზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა შენობისა და ნაგებობის სამ განზომილებიან ფორმატში ნახვა. ასევე სხვადასხვა ადგილის (ქუჩა, მოედანი და ა.შ) პანორამული დათვალიერება.
Google Earth-ზე დედაქალაქის ფოტოგალერის დასატანად საჯარო რეესტრის სპეციალური ჯგუფი დაახლოებით ერთი თვეა პანორამულ გადაღებებს აწარმოებს.
„მსოფლიოში პოპულარულ Google Earth-ის პროგრამაში სამგანზომილებიანი გამოსახულებებისა და პანორამული ფოტოების განთავსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის. Google Earth ტურისტს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის გადაადგილების საშუალებებისა და განთავსების ადგილების შესახებ“ - განაცხადა რეგისტრაციისა და კადასტრის სამსახურის ასისტენტმა ქეთევან ტაბატაძემ.
Google Earth-ში პროგრამის ინსტრუმენტები სივრცის ანალიზის და ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრის კონკრეტული ადგილის მოახლოება-დაშორების საშუალებას იძლევა.
საჯარო რეესტრში ეტაპობრივად იგეგმება Google Earth-ზე საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების - ცხინვალი, ბათუმი, ანაკლიის დატანაც.

















