საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
პრემიერ-მინისტრი დღეს ბრაზილიის პრეზიდენტს დილმა რუსეფს შეხვდა.
შეხვედრაზე ქართულ-ბრაზილიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
დღესვე, საქართველოს პრემიერ მინისტრი სან-პაულოში ბრაზილიელ ბიზნესმენებს შეხვდება. საუბარი ძირითადად ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სამშენებლო სფეროში თანამშრომლობას შეეხება.

















