გაზეთების, ჟურნალების და მათთან ერთად შეფუთვაში არსებული საქონლის ტრანსპორტირებაზე საგადასახადო შეღავათი წესდება.
ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის. კოდექსით, საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, გაუცემლობა ან ზედნადების მიღებაზე უარის თქმა ჯარიმდება.
კანონპროექტით დგინდება, რომ პასუხისმგებლობა არ გავრცელდება გაზეთების, ჟურნალების და მისი გამომცემლის მიერ მასთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა.
კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა.

















