გადასახადის გადამხდელი პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით ისარგებლებს, რასაც საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ტერმინი "პირადი საგადასახადო აგენტი" იცვლება ტერმინით "პირადი საგადასახადო მრჩეველი".
პირადი საგადასახადო მრჩეველი საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი იქნება, რომელიც გადამხდელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დახმარებას გაუწევს.
მრჩევლის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.
პირადი მრჩევლის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გასაწევი მომსახურების სახეების ჩამონათვალს ფინანსთა მინისტრი ადგენს.

















