სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს ორიტ-ირიტ ნოკედს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაზე, ისრაელში ქართული პროდუქციისა და ღვინის ექსპორტის გაზრდაზე.
"ისრაელი მზადაა სოფლის მეურნეობის დარგში თავისი დიდი გამოცდილება გაგვიზიაროს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდაში ხელი შეგვიწყოს" - განცხადა გოროზიამ.
ისრაელში ქართული ტრადიციული პროდუქციის გამოფენები გაიმართება. იგეგმება ქართველი აგრონომების ისრაელში გადამზადება.
ორიტ-ირიტ ნოკედთან ზაზა გოროზიას შემდეგი შეხვდრა მაისში გაიმართება.

















