შემოსავლების სამსახურმა ახალი პროექტი - მოითხოვე ჩეკი და მოიგე 50 000 ლარი დაიწყო.
მოქალაქეებს ნებისმიერი შენაძენის გაკეთებისას მიღებული სალარო
აპარატის ჩეკით 10 ლარიდან 50 000 ლარამდე თანხის მოგების შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ნებისმიერ ჩეკს აქვს უნიკალური კოდი, რომელიც მოქალაქემ ინტერნეტის, თი-ბი-სი ფეის ან მობილური ტელეფონის შესაბამის ველში უნდა ჩაწეროს და გაგზავნოს. მოგების შემთხვევაში მას რამდენიმე წუთში ეცნობება.
„შემოსავლების სამსახურის მიზანია ნულამდე დაიყვანოს ჩეკის არ გამოწერა. ჩვენ ამას სხვადასხვა გზით ვებრძოდით. ახლა კი, ამ სახალისო მეთოდს გამოვიყენებთ“ - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ.
გამარჯვებულები ლატარიის კომპანიაში შექმნილი სპეციალური პროგრამით გამოვლინდებიან.

















