აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და ADB-ს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მსჯელობა გაიმართა საბანკო სექტორის, მუნიციპალური, ურბანული, წყლის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის საკითხებზე.
"საუბარია, როგორც საბანკო სექტორის განვითარებაზე, ასევე საწარმოო სექტორის მხარდაჭერაზე. ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ეგიდით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, დასაქმებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას" - განაცხადა გვინდაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ADB-ის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ურბანული პროექტების განხორციელება იგეგმება. წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით ქუთაისში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში, ურეკსა და შეკვეთილში მუშაობა დაწყებულია.
ქსიაო ჟაოს ვიზიტისას ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობლობასთან დაკავშირებით დაფინანსების ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა იეგეგმება.

















