საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად "ლარსიჰესზე" და "დარიალიჰესზე" მიმდინარე
სამშენებლო სამუშაოები დღეს დაათვალიერა.
ყაზბეგში, მდინარე თერგზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.
საქართველოს მთავრობამ ახალი ჰესების მშენებლობებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა "განახლებადი ენერგია 2008" შეიმუშავა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის საქართველოს რეგიონებში 15 ახალი ჰესი შენდება. 2012-2013 წლებში კი, დამატებით 20 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.
პროექტების განხორციელების შედეგად, ენერგოსექტორში 4 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო განსახორციელებელ სამუშოებზე 13 ათასი მოქალაქე დასაქმდება.

















