ახალი საფოსტო მარკები მიმოქცევაში 23 აპრილიდან ჩაიშვება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ბრძანებით, მიმოქცევაში 4 საფოსტო მარკა შევა.
ახალი მარკები შემდეგ თემებზე შეიქმნა - „ქართული ხელნაწერების ძეგლები”, „ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან: 2004 წ-ათენი, 2008 წ.-პეკინი”, „გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მე-60 წლისთავი” და „საქართველოს ფლორა – ყვავილები: გვირილა, მიხაკი, ვარდი, იასამანი”.

















