სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია შიდა ქართლში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
სამინისტროს აპარატის ინფორმაციით, გოროზიამ კასპში მშენებარე მექანიზაციის სერვისცენტრიც მოინახულა, რომელშიც ლაბორატორია განთავსდება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შემოწმდება.
ამასთან, ზაზა გოროზია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანის მეორე ეტაპს დაესწრო და გადამზადებულ მექანიზატორებს მართვის მოწმობები გადასცა.
„ტექნიკის შემოყვანას გავაგრძელებთ, რათა გლეხებმა მიწის მეტი ფართობის დამუშავება შეძლონ“ - განაცხადა ზაზა გოროზიამ.
ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება 4 ეტაპად განხორციელდება. საერთო ჯამში წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 600 ერთეული ტრაქტორის და 1200 მისაბმელი გუთნის შემოტანა იგეგმება.

















