საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების განთავსების საკითხს
განიხილავს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ევრობონდებისა, შესაძლოა, მოხდეს სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე გატანაც.
"ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ წელსაც ვსაუბრობდით, თუმცა, საფინანსო ბაზრებზე საკმაოდ ცუდი მდგომარეობა შეიქმნა. ამ ეტაპზე, ვითარება გამოსწორებულია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორ ბანკებთან, რომლებთანაც კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული" - აღნიშნა გილაურმა.
მან სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუაბრია მხოლოდ მინორიტარული პაკეტების გაყიდვაზე და არცერთ შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო კომპანიის მენეჯმენტი არავის არ გადაეცემა.

















