“საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური განრიგით იმუშავებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, 13, 15 და 16 აპრილი „საქართველოს ბანკის“ ყველა სერვის-ცენტრისთვის, მათ შორის მეტროში განთავსებული სერვის-ცენტრებისთვის, დასვენების დღეებია.
შაბათს, 14 აპრილს, ბანკის ყველა სერვის-ცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და ექსპრესის სერვის-ცენტრები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ბანკში განმარტავენ, რომ მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 13 და 14 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა 12 აპრილის 21:00 საათამდე ექსპრესის სერვის-ცენტრებში ან 20:00 საათამდე მეტროს სერვის-ცენტრებში შეუძლია. ხოლო მათ, ვისაც დაანგარიშების თარიღად 15 და 16 აპრილი აქვთ განსაზღვრული, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა 14 აპრილს 14:00 საათამდე შეუძლიათ. საკრედიტო ბარათზე მინიმალური თანხის დაფარვა მომხმარებელს შეეძლება 12 აპრილს 21:00 საათამდე და 14 აპრილს 14:00 საათამდე.
17 აპრილიდან „საქართველოს ბანკის“ ყველა სერვის-ცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

















