ტურიზმის ექსპერტი შვედეთიდან რუნე ლემონი დღეს „პიარ კლუბს“ ესტუმრება და კლუბის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე იგი შვედეთის ტურიზმზე, ტურისტულ ბიზნესზე, ტურისტული პროდუქტის შექმნაზე, ტურისტული მომსახურების სპეციფიკაზე შვედეთის მაგალითების მიხედვით ისაუბრებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „პიარ კლუბიდან“ აცნობეს, შვედი ექსპერტი საქართველოში „საქართველოს გიდების ასოციაციის“ დაფინანსებითა და ტურიზმის განვითარების ცენტრ „ნიუ კასის“ მხარდაჭერით იმყოფება.
შეხვედრა ტურისტული და ავიაკომპანიების პიარ პრაქტიკოსებისთვის, ასევე დაინტერესებული პირებისთვის მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიმართება. დაამსწრეებს პიარ კლუბის სერთიფიკატები გადაეცემა.

















