"ვითიბი ბანკი" ანდროიდის მომხმარებლებს დღეიდან ახალ აპლიკაციას შესთავაზებს.
როგორც "ნიუსპრესს" "ვითიბი ბანკიდან" აცნობეს, ახალი მომსახურებით შესაძლებელია უახლოესი
ბანკომატის მოძებნა საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში.
აპლიკაცია მომხმარებლის ადგილმდებარეობას თავად ადგენს. შეაბამისად, იგი ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის უახლოეს ბანკომატამდე ოპტიმალურ მარშრუტს განსაზღვრავს.
"ვითიბის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იგივე აპლიკაცია იპჰონე-ისა და ჭინდოწს-ის სისტემის ტელეფონებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
აღნიშნული აპლიკაცია "ვითიბი ბანკის" ახალი საბარათე მომსახურების -"ყველგან როგორც სახლში" ფარგლებში ამოქმედდა. ახალი მომსახურება, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების 6 000 ბანკომატში, თანხის განაღდებას "სახლის ტარიფით" - 0,5%-ად გულისხმობს.

















