სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია აბაშის რაიონში მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრმა მექანიზაციის ადგილობრივი მომსახურების ცენტრის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერა.
როგორც "ნიუსპრესს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება გრძელდება და ეს პროცესი ოთხ ეტაპად განხორციელდება.
წლის ბოლოს ქვეყანას 1 800 ერთეული ახალი ტექნიკა, მათ შორის, 1 200 მისაბმელი გუთანი ექნება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ახალი ტექნიკით დამუშავებულ მიწებზე მოსავლიანობა 20%-ით გაიზრდება.

















