საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ გააფრთხილა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
მათი ცნობით, კომისია „კავკასუს ონლაინს“ გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ რეტრანსლირებას ედავებოდა.
„ყველა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ, კომპანიას სამაუწყებლო არხების - „Первый ТВЧ“, „Кинопоказ 1HD ”, „Кинопоказ 2 HD”, „Женский мир HD“, „Телепутешествие HD“,HD Кино, HD1 3D, Redlight HD, 3D by Panasonic, Sky Sport 24, ICTV, Arte HD, THT, Disney Channel -ის არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაევალა“ - აცხადებენ კომისიაში.
მათივე ინფორმაციით, „კავკასუს ონლაინის“ დარღვევები კომისიაში შესული შპს „მაგთიკომის“ წერილის საფუძველზე დაწყებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.
„მაგთიკომის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მცდელობის მიუხედავად, კომპანიამ ათეულობით უცხოურ არხებზე რეტრანსლირების ნებართვა ვერ მოიპოვა. ამავე წერილით შპს „მაგთიკომი“ კომისიისგან სხვა საკაბელო ოპერატორებზე მონიტორინგის განხორციელებასაც ითხოვდა.

















