ამერიკელი ბიზნესმენის და კომპანია „ტრამპის ორგანიზაციის“ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი „ბათუმი ტრამპ თაუერის“ პროექტს უკავშირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ტრამპის ქართულ პარტნიორ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფში“ განუცხადეს, ერთობლივ პროექტზე მუშაობა უკვე დასრულდა და მას საზოგადოებას წარუდგენენ.
დონალდ ტრამპსა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ კოენს საქართველოში 21-22 აპრილს ელოდებიან.
„სილქ როუდ ჯგუფიდან“ ვიზიტის დამატებითი დეტალები ჯერ არ ხმაურდება. იგი მოგვიანებით ჯგუფის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

















