პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ
თანამდებობაზე 3 კანდიდატი - გივი კუბლაშვილი, ზაზა კორინთელი (ზუმბა) და გიორგი ჯანოაშვილია წარდგენილი, საიდანაც პარლამენტი ერთს შეარჩევს.
აღნიშნული საკითხის გარდა, საკანონმდელო ორგანოში რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებზეც იმსჯელებს. მათ შორისაა საქართველოსთვის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან და საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან კრედიტის გამოყოფის საკითხი.
აღნიშნული ხელშეკრულებების რატიფიცირება პლენარულ სხდომაზე მოხდება.

















