„ესტონეთის ავიახაზები“ ტალინი-თბილისის მიმართულებით ფრენას იწყებს.
ტალინიდან თბილისში პირველი რეისი ხვალ დილის 04:05-ზე ჩამოფრინდება, ხოლო უკან 04:45-ზე გაფრინდება.
ავიარეისები კვირაში ოთხჯერ, CRJ-ის ტიპის თვითმფრინავით შესრულდება და ორი გზის ბილეთის ფასი 228 ევრო იქნება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიადან“ აცნობეს, „ესტონეთის ავიახაზები” ტალინში ჩასულ მგზავრებს ევროპის ქალაქებში დაბალი ტარიფით გადაიყვანს.
„ესტონეთის ავიახაზების” გარდა, ზაფხულში ქართულ ავიაბაზარზე იტალიის უმსხვილესი კომპანია „ალიტალიას” და ბერძნული „ეგეოსის ავიახაზების” შემოსვლა იგეგმება.

















