კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ ბათუმში ქსელის რეაბილიტაციის ახალ პროექტს იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ქვესადგურ ბათუმი 1-დან ქვესადგურ ბათუმი 3-მდე ორი ახალი, 18 კმ სიგრძის მაღალი ძაბვის მიწისქვეშა სადენს გაიყვანენ.
კომპანიის ცნობით, აღნიშნულ პროექტზე დაახლოებით 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. „სიმენსის“ ფირმის ელექტროსადენი უკვე არსებულ 20-ე საუკუნის 60-იანი წლების ძველ სადენებს ჩაანაცვლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
რეაბილიტაციის შედეგად, ქსელის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან ერთად, ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდება. ასევე, შემცირდება ავარიული გათიშვების ალბათობაც.
„ენერგო-პროს“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება აღნიშნულ არეალში მცხოვრები აბონენტების ენერგო მომარაგებას არ შეაფერხებს.

















