საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, "საქსტატში" ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით, შვედი სტატისტიკოსები ჩამოვლენ.
როგორც "ნიუსპრესს" "საქსტატის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შვედეთის სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლები, ქართველ კოლეგებს მენეჯმენტის საკითხებში, ტრენინგს ჩაუტარებენ.
მისიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება "საქსტატის" ხელმძღვანელობასთანაც, ასევე საშუალო რგოლის ხელმძღვანელებთან და მათთვის გაცნობითი სემინარიც ჩატარდება სტატისტიკის შესახებ. მისიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა უწყების თანამშრომლებთან, რომლებსაც "საქსტატთან" მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები აქვთ.
"საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკას შორის, 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, შვედეთის სტატისტიკა "საქსტატს" ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), თანამშრომელთა ტრენინგისა და სხვა, ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებით.
პროექტის ბიუჯეტი 4 000 000 ლარის ექვივალენტია შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ შIDA-ს მიერ.

















