თემაზე - "კორპორატიული და საგადასახადო რეფორმები: კანონმდებლობა, პრაქტიკული გამოცდილება" დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ქართულ-უკრაინული
მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.
საქართველოს და უკრაინის წამყვანი იურიდიული ფირმების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ერთმანეთს რეფორმების შედეგად მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ და თანამშრომლობის პერსპექტივებს სახავენ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები უკრაინის საგადასახადო სისტემისა და საქართველოში მიმდინარე საგადასახადო რეფორმების; საქართველოს და უკრაინის კორპორატიული კანონმდებლობის თავისებურებების; საქართველოს სასამართლო რეფორმისა და სახელმწიფო მოწყობის; უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის; საქართველოსა და უკრაინაში საადვოკატო საქმიანობის რეგულირების საკითხებს განიხილავენ.

















