საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დღეს საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველი საერთაშორისო და მე-14 ტურისტული გამოფენა გაიხსნა.
როგორც "ნიუსპრესს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებიან.
გამოფენაზე 45 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 90 ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები.
ტუროპერატორებმა მრავალფეროვანო მომსახურება, მათ შორის, კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურების, ასევე, ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.
გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სანატორიუმების, პანსიონატების, დასასვენებელი სახლებისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრების შესახებ ინფორმაციასაც წარადგენენ.
ღონისძიებაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, უცხოური კომპანიები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და ტაილანდიდან მონაწილეობენ.

















