ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ქსანში მინის ქარხანას ესტუმრა და ახალი ღუმელის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.
საწარმოში წელს 5 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და დამატებით 200 ადამიანი დასაქმდა. მიმდინარე წელს მასში ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლის ღირებულება დახლოებით 20 მლნ აშშ დოლარი იქნება.
"რაც უფრო იზრდება ქართული ალკოჰოლური და არააკლოჰოლური სასმელების ექსპორტი, მით უფორ იზრდება მოთხოვნა მინის ტარაზე. ზუსტად ამიტომ ეს ქარხანა ფართოვდებადა, ბოლო 1 თვის განმავლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიაცია ჩაიდო, დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა და წლის ბოლომდე კიდევ 40 მლნ ლარის ინვესტიცია იგეგმება"- განაცხადა ქობალიამ.
სააქციო საზოგადოება "მინა" პროდუქციით ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების საწარმოებს ამარაგებს და მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც გადის.

















