თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტერიტორიაზე Philips-ისა და მისი შვილობილი ბელგიური ბრენდის -Massive-ის მაღაზიები გაიხსნა.
კომპანია „ახალი ნათების“ ცნობით, ეს აღნიშნული ბრენდების პირველი მაღაზიაა, რომელიც განათების საშუალებებს თითქმის ყველა სეგმენტზე, მათ შორის გარე განათებას და ინტერიერის მანათობელ აქსესუარებს მოიცავს.
ბრენდი Massive-ი, საქართველოში თითქმის 10 წელია შემოსულია. ის სეგმენტური განათების სისტემით არის დაკომპლექტებული. ბრენდი ასევე, აერთიანებს განათების ყველა სფეროს, მათ შორის არის საბავშვო ოთახების, აბაზანის, სამზარეულოს და სხვა ტიპის საცხოვრებელი ფართების სანათი საშუალებები.
გახსნის დღიდან 4 დღის განმავლობაში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ტერიტორიაზე პრომო აქცია ჩატარდება. „გუდვილის“ ყველა სტუმარს ბრენდირებული შოკოლადებით გაუმასპინძლდებიან და 15%-იანი ფასდაკლების ბარათებით დაასაჩუქერებენ.
კომპანია „ახალი ნათება“ ქართულ ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. პირველი მაღაზია-სალონი ამავე წელს, დიდუბის ქუჩაზე გაიხსნა.
„ახალ ნათებაში“ წარმოდგენილია Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple ბრენდების განათების პროდუქცია.
კომპანიას 10 მაღაზია-სალონი და უკვე 1 ბრენდ მაღაზია აქვს.

















