ავიაკომპანია "აირზენა" 10 აპრილიდან თბილისი-კიევის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენას განაახლებს.
თბილისი-კიევის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები ზამთარში შეწყდა.
ამასთან, 18 აპრილიდან "აირზენა" თბილისი-მოსკოვის ყოველდღიურ რეისებს "დომოდედოვოს" აეროპორტის ნაცვლად "ვნუკოვოში" განახორციელებს.
მაისიდან კი - დაგეგმილია კომპანიის ყოველდღიური ფრენები პარიზის მიმართულებით.
"ჩვენს მგზავრებს ზაფხულიდანაც ბევრ სიახლეს ვპირდებით" - განუცხადა "ნიუსპრესს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
სასტუმრო "რედისონში" "ოქროს ბრენდი 2011"-ის დაჯილდოებაზე ავიაკომპანია "აირზენა" ნომინაციაში "რჩეული ბრენდი - ავიაკომპანია" გამარჯვებულად დასახელდა.

















