მობილური ოპერატორი „ბილაინი“ მომხარებელს ისრაელში როუმინგით სარგებლობის ახალ პირობებს სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, 4 აპრილიდან 1 მაისამდე აბონენეტებს შეეძლებათ ჩაერთონ აქციაში „როუმინგი ისრაელში“ და შემომავალ ზარებზე 0 თეთრით ისარგებლონ.
აქცია 2012 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. მომსახურება ჩართვის მომენტიდან 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ჩართვის ღირებულებაა კი - 2 ლარით განისაზღვრება.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით შესამჩნევად იზრდება საქართველოდან ისრაელში ვიზიტორების რაოდენობა.
„შესაბამისად, გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა ჩვენი აბოენენტებისთვის ახალი აქცია, რომლის განმავლობაში „ბილაინის“ აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრაელში ყოფნისას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცონ საქართველოში თავიანთ ახლობლებს“ - განაცხადა „ბილაიანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.

















